LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი და მონაწილეთა რაოდენობა – „ნეტფლიქსი“ „კალმარის თამაშების“ რეალითი შოუს იწყებს

159
page

სერიალის, „კალმარის თამაშების“ არნახული რეიტინგისა და პოპულარობის შემდეგ, სტრიმინგ სერვისმა, „ნეტფლქსმა“ სერიალზე დაყრდნობით რეალითი შოუს შექმნა გადაწყვიტა. Squid Game: The Challenge ასე ჰქვია ახალ რეალითი შოუს, რომელშიც 456 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი 4.56 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს სატელევიზიო კონკურსების ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა და მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა.

რეალითი შოუში 10 ეპიზოდი იქნება, გადაღებები კი დიდ ბრიტანეთშია დაგეგმილი. სერიალისაგან განსხვავებით, დავალებები მონაწილეთა სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის და სასტიკი ელემენტებისაგან თავისუფალი იქნება.

„კალმარის თამაშების“ მსახიობს, 77 წლის ო-იანგ სუს „ოქროს გლობუსი“ გადაეცა

ვიდეო: ახალმა სამხრეთკორეულმა სერიალმა „კალმარის თამაშები“ უკან ჩამოიტოვა

„კალმარის თამაშების“ მეორე სეზონის გამოსვლა დადასტურდა

ცნობისთვის, „კალმარის თამაშები“ „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სერიალმა უამრავი რეკორდი მოხსნა და გამოსვლიდან 25 დღეში 111 მილიონი ნახვით ყველაზე ნახვადი სერიალი გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=EMULUP2wfHk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები