LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა დოკუმენტური ფილმის „მედიცინის დასასრული“ პროდიუსერები იქნებიან

688
ap-20041071821085-e1596133603879

45 წლის ოსკაროსანი მსახიობი  ხოაკინ ფენიქსი და 35 წლის მსახიობი რუნი მარა მალე მშობლები გახდებიან. წყვილი პაპარაცების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება, მათ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვართ, მაგრამ ტაბლოიდები მაინც ახრეხებენ მათ გამოჭერას.

სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ვირუსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „მედიცინის დასასრული“ (The End of Medicine) აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ფილმში მოთხრობილია ვირუსზე, რომელიც ადამიანებს ცხოველებისგან გადაეცემათ.

ფილმზე მუშაობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, ხოაკინმა და რუნიმ ერთმანეთი ფილმის „ის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, თუმცა, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მოგვიანებით ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი წყვილი დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები