ჰიუსტონში, House of Blues-ის ცენტრში კიანუ რივზისა და მისი ჯგუფის, Dogstar-ის მორიგი კონცერტი გაიმართა. 59 წლის მსახიობმა, არც ამ დღეს გაუშვა შანსი, კიდე ერთი ადამიანი გაებედნიერებინა.
კონცერტამდე რივზი ქუჩაში იდგა, უეცრად ბავშვი დაინახა, რომელსაც თან ბებია ახლდა. მან 9 წლის ბიჭუნას ბურთი გამოართვა და მასთან ერთად დიდხანს თამაშობდა. კიანუმ და ბიჭუნამ ერთად ბევრი ფოტო გადაიღეს.
„კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა“, „ყველაზე თბილი და კეთილია“, „კიანუ განუმეორებელი ხარ“, – წერენ კომენტარებში.
კიანუ რივზმა, საკუთარ ჯგუფთან ერთად, 23 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სიმღერა გამოუშვა