LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს (ფოტო)

7378692-0-image-a-170_1544708176728

ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანთა სიას კიდევ ერთი სახელი შეემატა. ,,სამეფო ოჯახი” ,,ტვიტერზე” მორიგი ფოტოების სერიას აქვეყნებს. საინტერესოა, რომ ფოტოებზე პრინც ჩარლზთან ერთად, კირა ნაიტლიც ჩანს.

გაირკვა, რომ ინგლისელს მსახიობს, ხელოვნების დარგსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიებას, ,,ოსკარებზე” ნომინირებული ვარსკვლავი მეუღლესთან, ჯეიმს რაიტონთან და მშობლებთან ერთად დაესწრო და არჩევანი ,,შანელის” კრემისფერ კაბაზე შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მსახიობი უკვე წლებია ფრანგული მოდის სახლის სახედ ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები