LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რობერტ პატინსონი თავს შესანიშნავად გრძნობს

246
safe-image

ბოლო პერიოდში, 34 წლის მსახიობი, რობერტ პატინსონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. 2 თვის წინ, მსახიობი და 28 წლის სუკი უოტერჰაუსი დაინიშნენ. ამის შემდეგ კი რობერტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჩანს, მსახიობი თავს უკვე კარგად გრძნობს. ის და მისი საცოლე ლონდონის პარკში კოცნის დროს დააფიქსირეს. ორივეს ვირუსისგან დამცავი პირბადეები ეკეთა. რობერტს ბრიჯი და მუქი ლურჯი ჰუდი ეცვა, სუკიმ კი არჩევანი მოკლე შორტებსა და გრძელ, კრემისფერ პალტოზე შეაჩერა.

ცნობილია, რომ წყვილმა თვითიზოლაციის პერიოდი ერთად გაატარა, ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ. შეგახსენებთ, რომ უოტერჰაუსი და პატინსონი პირველად ერთად 2018 წელს შენიშნეს.

ფოტო: რობერტ პატინსონი და სუკი უოტერჰაუსი დაინიშნნენ

ზაფხულში მსოფლიოს კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები