Spike Prime – ასე ჰქვია ,,ლეგოს” განათლების ხაზის კონსტრუქტორების ახალ ნაკრებს, რომლის საშუალებით სასკოლო ასაკის ბავშვები პროგრამირების, ინჟინერიისა და რობოტექნიკის სწავლას შეძლებენ.
გაირკვა, რომ 330 დოლარის ღირებულების ნაკრები 6-8 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ცნობილია, რომ კონსტრუქტორი 500-ზე მეტ დეტალს აერთიანებს, რომელთა მართვა კომპანიისთვის შექმნილი აპლიკაციითაა შესაძლებელია.
ნაკრებში სტანდარტულ ფიგურებთან ერთად, ასევე Technic-ის სერიის დეტალებია ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნაკრებს თან 45 წუთიანი ვიდეოგაკვეთილი ახლავს, რომელიც მომხმარებელს მის აწყობას გაუმარტივებს.
https://www.youtube.com/watch?v=0ymfvFQdAnQ