LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგნიტივით მიზიდავდა” – კანიე უესტი გვიყვება, თუ როგორ შეუყვარდა კიმი (ფოტო/ვიდეო)

1986
kim-kardashian-kanye-west-2015-grammy-arrivals

38 წლის კიმ კარდაშიანი და 42 წლის კანიე უესტი უკვე 5 წელია ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო. კანიე უესტმა გადაცემაში E! True Hollywood Story თავისი გრძნობების შესახებ ისაუბრა. რეპერის ცნობით, მათ შორის მიზიდულობა მანამდე დაიწყო, სანამ ისინი შეხვედრას დაიწყებდნენ.

„რამდენჯერაც კიმს დავინახავდი და მის გვერდით აღმოვჩნდებოდი, ის მე მაგნიტივით მიზიდავდა. ის იყო კეთილი, მოსიყვარულე, მამაცი და მუდამ ძლიერი“ – აცხადებს კანიე.

წყვილის თქმით, მათ შორის ურთიერთობა ნელა და ჰარმონიულად ვითარდებოდა.

„ჩვენ 2002 წელს გავიცანით ერთმანეთი, კანიე ჩემ შესახებ ყველას ეკითხებოდა, ისინი კი პასუხობდნენ, რომ მე უკვე დაკავებული ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს, კანიემ თავის ჩვენებაზე დამპატიჟა, აი სწორედ იმ დღეს დაიწყო ჩვენი რომანი. მას ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მე რეალითი შოუს ვარსკვლავი ვიყავი და ჯობდა თავი ჩემგან შორს დაეჭირა, რადგან მე მის კარიერას დავღუპავდი, მაგრამ კანიე ყველას პასუხობდა, რომ მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, რადგან მას მე ვუყვარდი“, -იხსენებს კიმი

შეგახსენებთ, ვარსკვლავური წყვილი 5 წელია ერთად ცხოვრობს, ისინი 4 შვილს ზრდიან, 6 წლის ნორტს, 3 წლის სენტას, 2 წლის ჩიკაგოს და 4 თვის პსალმს.

https://www.youtube.com/watch?v=y_Mj_fgFvko

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები