LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი პორნო ფილმების გადაღებას გეგმავს

136
page

კანიე უესტი არ ჩერდება და სკანდალური განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ჰიპ-ჰოპ არტისტმა მიშელ ობამაზე სექსუალურ კონტექსტში ისაუბრა, მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.

სკანდალური განცხადების შემდეგ, კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორი მოკრძალებული ლუქებით გამოჩნდნენ

რე­პე­რი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და სტუ­დი­ის გახ­სნას გეგ­მავს. ამის შესახებ მის­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Page Six-თან ისა­უბ­რა:

„ის ამ იდე­ა­ზე უკვე კარგა ხანია საუბრობს, კანიეს სურს, რომ თა­ვის ახალ პრო­ექ­ტზე მაიკ მოზთან ერ­თად იმუ­შა­ოს და თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წავიდა, სულ მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გენს მას“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, 2022 წელს, მილიონების დაკარგვის შემდეგ, უესტი „ადიდასის“ თანამშრომლებს პორნოსა და თავისი და კიმ კარდაშიანის ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს აყურებინებდა. ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ მენეჯმენტს მსგავსი ინციდენტების შესახებ მიმართეს, თუმცა მათ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი გაუკეთებიათ.

კანიე უესტი თანამშრომლებს პორნოსა და კიმ კარდაშიანთან გადაღებული ინტიმური ვიდეოების ნახვას აიძულებდა

კანიე უესტმა დაასახელა, თუ ვისთან ექნებოდათ მასსა და მის მეუღლეს ინტიმური კავშირი – ჰიპ-ჰოპ არტისტის სკანდალური აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები