LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა ალბომი Endless Summer Vacation გაავრცელა და ის უკვე ჩარტების ლიდერია

167
Untitled.pngytty

მაილი საირუსმა მე-8 სტუდიური ალბომი, Endless Summer Vacation გაავრცელა. ნამუშევარში 13 კომპოზიციაა წარმოდგენილი, აქედან მისი ორი, უკვე გაჰიტებული სიმღერა, Flowers და River. ამ ორ სინგლზე არტისტმა კლიპები უკვე შემოგვთავაზა.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაილის ახალმა ალბომმა უკვე მოახერხა ბრიტანეთის ჩარტების დაპყრობა. ის მოწინავე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, ალბომიდან პირველმა სინგლმა, Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად სმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. მალევე მან არაერთი მსოფლიო ჩარტის მოწინავე პოზიცია დაიკავა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზე განთავსდა.

„კვლავ ლიამ ჰემსვორტზე მღერის“ – ცეკვა 14 შიშველ მამაკაცთან და საოცარი მოძრაობები – ნახეთ მაილი საირუსის ახალი კლიპი

როცა შენი სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზეა – მაილი საირუსი ტრიუმფს „პატარა შავ კაბაში“ ზეიმობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები