LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შენი სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზეა – მაილი საირუსი ტრიუმფს „პატარა შავ კაბაში“ ზეიმობს

567
page

როგორც ცნობილია, მაილი საირუსის ახალმა სინგლმა, Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად სმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. მალევე მან არაერთი მსოფლიო ჩარტის მოწინავე პოზიცია დაიკავა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზე განთავსდა.

ამის შესახებ 30 წლის არტისტმა ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„ძალიან მომწონს, რომ ამ  სიმღერამ ასეთი დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ეს თქვენი დამსახურებაა, უსაზღვროდ მადლიერი ვარ“, –  წერს მაილი და „პატარა შავ კაბაში“ ზეიმობს საერთაშორისო ტრიუმფს.

როცა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გტოვებს, ასეთი შედევრი იბადება – ღიმილიანი მაილის გზა ჰიტამდე Flowers

„მას თავად შეუძლია იყიდოს ყვავილები და თავად დაამყაროს რეკორდები“ – მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები