LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას თავად შეუძლია იყიდოს ყვავილები და თავად დაამყაროს რეკორდები“ – მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა

501
page

მაილი საირუსის ახალმა სინგლმა, Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად სმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილონზე მეტი მოსმენა დააგროვა.

„ჩვენ ავაშენეთ სახლი და ვუყურებდით, თუ როგორ იწვოდა ის“, – მღერის მაილი. ამ სიტყვებით ის ყოფილ ქმარს, ლიამ ჰემსვორთს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ სიმღერა მაილიმ მის დაბადების დღეზე გაავრცელა.

„მას თავად შეუძლია იყიდოს ყვავილები და თავად დაამყაროს რეკორდები. Flowers-ი Spotify-ს ისტორიაში კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად სმენადი სიმღერა გახდა“, – ნათქვამია Spotify-ის „ტვიტერის“განცხადებაში.

მაილი საირუსი ცეცხლოვან სინგლს ავრცელებს, რომელშიც ყოფილ ქმარზე, ლიამ ჰემსვორტზე მღერის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები