LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ცეცხლოვან სინგლს ავრცელებს, რომელშიც ყოფილ ქმარზე, ლიამ ჰემსვორტზე მღერის

428
Untitled.pnSDFFD

მაილი საირუსმა სულ ცოტა ხნის წინ ცეცხლოვანი სინგლი და კლიპი Flowers გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მომღერლის თაყვანისმცემლები დარწმუნებულნი არიან, რომ მაილი სინგლში ყოფილ ქმარზე, ლიამ ჰემსვორტზე მღერის. ნამუშევარი ლიამის დაბადების დღეზე გავრცელდა, მეტიც, კლიპის რამდენიმე კადრი წყვილის ყოფილ სახლთანაა გადაღებული.

„ჩვენ ავაშენეთ სახლი და ვუყურებდით, თუ როგორ იწვოდა ის“, – მღერის მაილი.

ცნობისთვის, მაილისა და ლიამის სახლი, რომლის ღირებულებაც 2,5 მილიონი დოლარია, 2018 წელს მართლაც დაიწვა. 2019 წელს კი ლიამმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

მაილი მრავალი წარუმატებელი რომანის შემდეგ, ახლა მაქს მორანდოს ხვდება, წყვილი პაპარაცებმა ერთად არაერთხელ აღბეჭდეს.

„მას იმხელა მკერდი, აქვს, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რას მიპირებენ“ – მაილი საირუსს ბიოგრაფიულ ფილმში დოლი პარტონის როლის შესრულება სურს

„სასაცილო წყვილია“ – მაილი საირუსმა ახალი შეყვარებული გამოაჩინა

„მხედვარის“ მე-4 სეზონში ჰენრი კავილს ლიამ ჰემსვორტი ჩაანაცვლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები