მაილი საირუსს რამდენიმე დღის წინ 30 წელი შეუსრულდა. ამჯერად ეპატაჟურმა მომღერალმა იუბილეს მოკრძალებულად აღნიშვნა გადაწყვიტა და ოჯახურ გარემოში ჩააქრო ტორტი.
რამდენიმე საათის წინ მომღერალი ახალ შეყვარებულთან, მაქს მორანდოსთან ერთად გამოჩნდა. ისინი მალიბუზე სეირნობდნენ. სხვათა შორის, მაილის ახალი გულის სწორის ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„ლიამ ჰემსვორთის შემდეგ ეს ბიჭი დაცინვაა“, „ქალს ჰგავს“, „სასაცილო წყვილია“, – წერენ კომენტარებში.