ტომ ჰენკსა და რიტა უილსონს 33 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ ორი შვილი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ მათი 31 წლის ვაჟი, ჩეტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა. მან სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ მისი მამა მისთვის მისაბაძი მაგალითი არ ყოფილა და მას მუდამ აკლდა მამის ხელი და გვერდში დგომა.
„მე გამუდმებული კრიტიკის ობიექტი ვიყავი, რადგან ჩემი მამა ტომ ჰენკსი იყო, მე მამის მხარდაჭერა მაკლდა, არ მყავდა ისეთი მამა, რომელიც მეტყოდა, რომ ასეთი ადამიანების აზრი ფეხებზე უნდა დამეკიდებინა“ , – ამბობს ჩეტი ვიდეომიმართვაში.
მისმა სიტყვებმა საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
„მდიდარი მამიკოს კომპლექსი“, ,,როგორ ამბობ ტომზე ამას!“, „ტომსა და რიტას უნდა რცხვენოდეთ ასეთი შვილი რომ ჰყავთ“, – წერენ კომენტარებში.
კორონავირუსის დამარხების შემდეგ, ტომ ჰენკსი პლაზმის დონორი გახდა