LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფური დაბრუნება – ჯონი დეპი ლუდოვიკო XV-ის როლს შეასრულებს

179
Untitledgfgffg

უამრავი ბრალდების, ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰარდთან დაუსრულებელი სასამართლო დავისა და ჰოლივუდის ბოიკოტის შემდეგ ჯონი დეპი კინემატოგრაფიას უბრუნდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ დეპი ფრანგი რეჟისორის, მაივენის ახალ ფილმში საფრანგეთის მეფის,  ლუდოვიკო XV-ის როლს შეასრულებს.

ფოტო/ვიდეო: „ჰოლივუდი ბოიკოტს მიცხადებს“ – ჯონი დეპის პირველი ინტერვიუ ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ

ფილმის სიუჟეტის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. გადაღებები პარიზში, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ  ფილმის რეჟისორი გრაფინია ჟანა დიუ ბარის როლსაც შეითავსებს, რომელიც მეფის უკანასკნელი საყვარელი იყო.

„ჯონი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ემბერ ჰარდის გამო მიეძალა“ – ჯონი დეპის მეგობრისა და კოლეგის, ბილი ჰანტის ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები