LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ფოქსის და კოლსონ ბეიკერის ცხელი ფოტოსესია ბრიტანული GQ-სთვის

171
page

მეგან ფოქსი და მისი გულისწორი, მომღერალი, კოლსონ ბეიკერი ბრიტანული GQ Style-ის გარეკანზე მოხვდნენ და გამოცემას გულახდილი ინტერვიუც მისცეს.

კოლსონ ბეიკერს კონცერტის დროს სცენაზე მეგან ფოქსი შეუერთდა

35 წლის ფოქსმა ღიად ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ მას სხეულის „დისმორფული“ აშლილობა აქვს და საკუთარ გარეგნობაში გამუდმებით ნაკლს ხედავს.

„შეიძლება იფიქროთ, რა ლამაზია და რა მარტივი იქნება ცხოვრება მისთვის, თუმცა ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე ასე სულაც არ ფიქრობენ“, – აცხადებს ფოქსი.

წყვილმა არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო, კოლსონი ვამპირის იმიჯით გამოჩნდა, მათ არაერთი ცეცხლოვანი ფოტო გადაიღეს.

მეგან ფოქსი წითელ ხალიჩაზე ქართული ბრენდის სამოსით გამოჩნდა

„ის ცუნამივითაა“ – მეგან ფოქსი კოლსონ ბეიკერთან რომანის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები