უკვე თითქმის ერთი წელია, მეგან ფოქსი და მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი ერთად არიან. მეგანმა, ბრაიან ოსტინ გრინთან 10 წლიანი ქორწინება სწორედ ბეიკერთან რომანის გამო დაანგრია. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება.
„ის ცუნამივითაა“ – მეგან ფოქსი კოლსონ ბეიკერთან რომანის შესახებ
ფოტო: მეგან ფოქსი წითელ ხალიჩაზე ქართული ბრენდის სამოსით გამოჩნდა
ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, სარბოლო სერიის, Indianapolis 500 ფარგლებში მოწყობილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. კომპოზიციის, I Think I’m Okay შესრულებისას მას სცენაზე შეყვარებულიც შეუერთდა.
35 წლის მეგანი სცენაზე მას შემდეგ ავიდა, რაც აუდიტორიამ მისი სახელის სკანდირება დაიწყო.