„სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. სულ ცოტა ხნის წინ, გადასაღები მოედნიდან 66 წლის კრის ნოტის ფოტოები გავრცელდა. ის 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის გვერდით იდგა, ხელში კი სცენარი ეჭირა.

ფოტო: კვლავ ერთად – სარა ჯესიკა პარკერი და კრის ნოტი გადასაღებ მოედანზე

ახლახანს მორიგო ფოტო გასაჯაროვდა. სარა ჯესიკა პარკერს და კრის ნოტს რომანტიკულ ეპიზოდში იღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს  პირველი სასიყვარულო სცენაა 17 წლის შემდეგ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ინსაიდერებმა მისტერ ბიგის პერსონაჟის შესახებ ექსკლუზიური და სერიალის გულშემატკივრებისთვის საოცრად გულსატკენი ინფორმაცია გაავრცელეს. მათი განცხადებით, კრის ნოტის გმირი პირველსავე ეპიზოდში ტრაგიკულად იღუპება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სამანტა ბრუნდება, HBO Max კიდევ ერთ სეზონს გადაიღებს – სიურპრიზი „სექსი დიდ ქალაქშის” გულშემატკივრებს

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები