LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი მეგობარ გოგოსთან ერთად ნიუ-იორკის ქეჩებში

757
page

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილს, ლილი-როუზს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს. ის რეპერ  070 Shake-ს ხვდება. წყვილი ახლახან ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. ისინი ხელიხელჩაკიდებული სეირნობდნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

„მშობლებმა იციან?“, „ეს უკვე ზედმეტია“, – წერენ კომენტარებში.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი  პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ქალიშვილის ახალი სასიყვარულო კავშირის შესახებ შეიტყო და ის წინააღმდეგი სულაც არ არის, პირიქით ის აღფრთოვანებულია შვილის არჩევანით. ამის შესახებ მედიას ვანესა პარადიმ გაუმხილა.

„ჯონი თვლის, რომ მისი ქალიშვილი შეყვარებულია და ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ მისი რჩეული მუსიკოსია“, – აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები