MTV Video Music Awards წელს პირველად, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში გაიმართება. ღონისძიებას 26 აგვისტოს Prudential Center უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე შოუ ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლას-ვეგასსა და მაიამიში ტარდებოდა.
ცნობილი გახდა, რომ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 36-ე დაჯილდოების ცერემონიას – სებასტიან მანისკალკო წაიყვანს.
https://www.youtube.com/watch?v=45-okAFnWIE