LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნეტფლიქსი” და პანდემია – რა მოხდება წელს?

213
-115957162-bridgerton-101-unit-01005r

,,ნეტფლიქსი” ერთ-ერთია იმ მცირე გამონაკლის ბიზნესებს შორის, რომლებიც პანდემიამ არ დააზარალა. პირიქით, ,,ნეტფლიქსს” 2020-მა წელმა უზარმაზარი მოგება მოუტანა.

ამ დროისათვის კომპანიას 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ,,ნეტფლიქსის” სერვისში ფულს იხდიან. მხოლოდ გასულ წელს მათ რიგებს 37 მილიონზე მეტი იუზერი შეუერთდა, მათ შორის 8.5 მილიონი ბოლო სამი თვის განმავლობაში.

გასულ წელს ,,ნეტფლიქსის” შემოსავალმა 25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი 2.8 მილიარდი აშშ დოლარი. კომპანიამ ახალ პროექტებში ჩასადებად უზარმაზარი თანხა ისესხა, თუმცა მოგება იმდენად დიდია, რომ მალე “ნეტფლიქსი” პროექტებს საკუთარი ფულით გააკეთებს.

განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა არაინგლისურენოვანი პროექტები. მაგალითად, ფრანგული შოუ, ,,ლუპინიც” გამოდგება, რომელშიც მთავარ როლს ,,ხელშეუხებელნის” ვარსკვლავი, ომარ საი ასრულებს. ,,ლუპინმა” “ნეტფლიქსის” სერიალებს შორის არაერთ ქვეყანაში დაიკავა პირველი ადგილი, აშშ-ში კი მეორე. ,,ლუპინის” პრემიერა 8 იანვარს შედგა.

სხვა წარმატებული პროექტებიდან აღსანიშნავია გერმანული ,,ბნელი”/Dark (მესამე და ფინალური სეზონი)  და ესპანური ,,ქაღალდის სახლი” / La Casa De Papel (მეოთხე სეზონი).

წარმატებულ პროექტებს შორის აუცილ4ებლად უნდა მოვიხსენიოთ ,,ლაზიერის გამბიტი”, რომელმაც მსოფლიოში ჭადრაკის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ,,ბრიჯერტონი“, რომლის გაგრძელებასაც მაყურებელი სულმოუთქმელად ელის.

როდესაც ყველაზემოთხოვნად სთრიმინგ-სერვისზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ ფილმებიც, რომლებიც სერიალებზე არანბაკლებ ხარისხიანი და პოპულარულია. 2021 წლის ყოველ კვირაში ,,ნეტფლიქსი” მინიმუმ ერთი ფილმის პრემიერას გეგმავს, საერთო ჯამში კი კომპანიას დაახლოებით 500 პროექტი აქვს, რომლებიც გაღაღების შემდგომ (post production) სტადიაშია და რომელთა ბადეში ჩაშვებაც წელს იგეგმება.

ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “ნეტფლიქსისთვის” 2021 წელიც არანაკლებ შემოსავლიანი, ხოლო მაყურებლისთვის არანაკლებ მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები