LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსის“ გადაღებები განახლდა – ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯენიფერ ლოურენსის უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან

132
37640144-0-image-a-122-1609877294319

როგორც ცნობილია, ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი „ნეტფლიქსის“ კომედიური ჟანრის ფილმში „ზევით არ აიხედო“ ერთად ითამაშებენ. მათ გარდა „ნეტფლიქსის“ ფილმში ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები გამოჩნდებიან, როგრებიც მერილ სტრიპი, კეიტ ბლანშეტი, მეთიუ პერი, ტიმოტი შალამე და პოპ-ვარსკვლავი არიანა გრნადე არიან. ფილმის რეჟისორი კი ადამ მაკეია.

გადაღებების დაწყებიდან მსახიობებმა შვებულება  მალევე აიღეს.  ერთი თვის შემდეგ კი ლეო და ჯენიფერი კვლავ შეუდგნენ აქტიურ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ლეონარდო და ჯენიფერი ფილმში ასტრონავტების როლს შესასრულებენ, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება მოახლოებული ასტეროიდის შესახებ გააფრხილონ.

მსახიობების ცნობა ახალი იმიჯით საკმაოდ რთულია, 30 წლის ჯენიფერს თმა წითელად აქვს შეღებილი, ლეონარდომ კი როლისთის წვერი მოუშვა. გადაღებები ბოსტონში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები