LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: „შენგან იმ სუნამოს სურნელს ვგრძნობ, რომელიც მე არ მიყიდია“ – ახალი სიმღერით მაილიმ ლიამ ჰემსვორტი ღალატში ამხილა

238
page

მაილი საირუსმა რამდენიმე დღის წინ მე-8 სტუდიური ალბომი, Endless Summer Vacation გაავრცელა. როგორც ცნობილია, ჰიტი Flowers მაილიმ ყოფილ ქმარს, ლიამ ჰემსვორტს მიუძღვნა. მათ ურთიერთობაზე დასავლური მედია აქტიურად წერს.

„მას ყველა ადანაშაულებდა იმაში, რომ ის მოუთვინიერებელი იყო და ლიამთან ოჯახი სწორედ მან დაანგრია, მაგრამ ეს უსამართლო ბრალდებაა. მაილი მზადაა, ახალი ალბომით საზოგადოებას ამ ურთიერთობის შესახებ უამბოს“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა People-ს.

ამჯერად საზოგადოების ყურადღება ახალი ალბომიდან მორიგმა სიმღერამ, Muddy მიიპყრო, რომელიც საირუსმა სიასთან კოლაბორაციით ჩაწერა. ფაქტობრივად არტისტმა ყოფილი ქმარი, ღალატში ამხილა.

„შენგან იმ სუნამოს სურნელს ვგრძნობ, რომელიც მე არ მიყიდია, ახლა უკვე ვხვდები, ფარდებს რატომ აფარებდი ოთახში, ჯანდაბა, მე არ ვიცი, ვისთან მიდიხარ. მოშორდი ჩემი სახლიდან“, – მღერის მაილი.

„მაილიმ ეს ესაა დაადასტურა, რომ ლიამი მას ღალატობდა“ – წერენ გულშემარტკივრევბი კომენტარებში.

„ის ახლა ყველაზე ბედნიერია“ – გამოცემა People მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის შესახებ წერს

მაილი საირუსმა ალბომი Endless Summer Vacation გაავრცელა და ის უკვე ჩარტების ლიდერია

როცა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გტოვებს, ასეთი შედევრი იბადება – ღიმილიანი მაილის გზა ჰიტამდე Flowers

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები