საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაში” ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო და როგორც ჩანს, ის უკვე გადამწყვეტ ფაზაშიც შედის. სარა ჯესიკა პარკერმა პირველი ეპიზოდის სათაურიც გაახმაურა. „გამარჯობა, ეს მე ვარ”, – ასე ჰქვია სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიალს, რომლის პრემიერა სავარაუდოდ ზამთარში შედგება.
ცხელ-ცხელი ფოტოები სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღები მოედნიდან
სულ ცოტა ხნის წინ ქერი ბრედშოუს ფოტოები გავრცელდა. ის გადაღებების მსვლელობისას ჩვეული ექსპრესიულობით მიაბიჯებდა ნიუ-იორკის ქუჩებში. ვარსკვლავი საოცრად გამოიყურებოდა. მას კრემისფერი კომბინეზონი ეცვა და ყვავილებიანი მოსასხამი ჰქონდა მოცმული, „ლუქს“ კი უცნაური დიზაინის ჭილოფის ქუდი ასრულებდა.