საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ამ გზით მელუა უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და გამომწერებს იმავეს მოუწოდებს.
„ეს ტრადიციული ხალხური სიმღერა გამომიგზავნეს ჩემმა ახლობლებმა, რომლებიც კიევსა და ხარკოვში არიან. ის იწყება მდინარის აღწერით დასავლეთ უკრაინიდან და დედისა და შვილის საუბარს აღწერს. გთხოვთ, ილოცეთ მშვიდობისა და გამბედაობისთვის, რათა ყველა ჩვენგანი იყოს კარგად და თავისუფალი“, – წერს ქეთი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელიც უკრაინაშია გადაღებული. როგორც ირკვევა, კიევში მისი ბიძა ოჯახთან ერთად ცხოვრობს.