ივნისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შვედი მსახიობი, 62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ნორვეგიელ ემა კროკდალზე დაინიშნა. პაპარაცებმა წყვილი არაერთხელ შენიშნეს. ამჯერად შეყვარებულები კალიფორნიაში მოგზაურობენ, დასეირნობენ სანაპიროებზე, ადგილობრივ რესტორნებს სტუმრობენ და სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს ავრცელებენ.
ცნობისთვის, 62 წლის მსახიობის რჩეული ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ფიტნეს-ცენტრში ინსტრუქტორად მუშაობს და საქმროს პერსონალური ტრენერიც გახლავთ. მასთან ურთიერთობა დოლფმა 2020 წლის იანვარში დაიწყო.
შეგახსენებთ, დოლფ ლუნდგრენი 17 წლის მანძილზე ანეტ კვიბერგზე იყო დაქორწინებული. წყვილს ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.