LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან რეინოლდსმა და ბლეიკ ლაივლიმ სოციალურ ქსელში ერთმანეთი ,,დატროლეს”

98
page

44 წლის რაიან რეინოლდსი  და 32 წლის ბლეიკ ლაივლი ალბათ ჰოლივუდში ყველაზე  მხიარული წყვილია. ისინი ერთმანეთს ძალიან ხშირად ეხუმრებიან და თავიანთი სოციალური ქსელების გამომწერებს ხშირად ახალისებენ. ცოტა ხნის წინ წყვილი კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ამჯერად რაიანს სოციალური ქსელი „სქროლვისას“ Frida Mom-ის მიერ  გავრცელებულ ვიდეორგოლი შემოხვდა, რომელშიც ახალნამშობიარევი ქალბატონების ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაა საუბარი, თუ როგორ უჭირთ ამ პერიდში ქალბატონების პარტნიორებს, რაიანმაც არ დააყოვნა და კომენტარეში ბლეიკის შესახებ დაწერა:

„დიდი სიამოვნებით მოვნიშნავდი აქ ბლეიკს, მაგრამ მეშინია, ეს ყველაფერი ჩემთვის საზიანოდ არ დამთავრდეს“,  – წერს რაიანი. ამჯერად საზოგადოება ბლეიკის პასუხის მოლოდინშია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Frida Mom (@fridamom)

ცნობისთვის,  წლის დასაწყისში მათ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს. რამდენიმე თვის წინ კი წყვილმა უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა ადამიანების დასახმარებლად 500 000 დოლარი გაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები