LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა საუდის არაბეთის პრინცს დაშორდა

403
WJRBVu87Pu3MotOzSUbl

31 წლის ბარბადოსელ სუპერვასრკვლავ რიანასა და საუდის არაბეთის პრინცის, ჰასან ჯამილის რომანის შესახებ სამი წელია საუბრობენ, რიანას ისიც კი უთქვამს, რომ ის გათხოვებას აპირებს და ჰასანისგან შვილის გაჩენა სურს.

„ჰასანისგან შვილების გაჩენა მინდა“- რიანა Vogue-ის ნოემბრის ნომერს ამშვენებს (ფოტო)

ჟურნალ Vogue-ის ნოემბრის ნომერს ბარბადოსელი ლამაზმანის ფოტო ამშვენებს. თანდართულ ინტერვუში კი რიანამ თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნსა და ურთიერთობებზე  ისაუბრა

ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მომღერალი და პრინცი ერთმანეთს აღარ ხვდებიან, ტაბლოიდების განცხადებით, ჯამილი რიანას კონტროლს ცდილობდა, რაც ვარსკვლავმა ვერ აიტანა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

შეგახსენებთ, ჰასანი რიანამდე სუპერმოდელ, ნაომი კემპბელს ხვდებოდა.

გარდა იმისა, რომ ჰასანი კომპანიის Abdul Latif Jameel ვიცე პრეზიდენტია, მისი ოჯახი  ყველაზე მდიდარი არაბული ოჯახების  რეიტინგში მე-12 ადგილს, 2 მილიარდი დოლარით იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები