LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას კოლაბორაციები და A$AP Rocky-თან ურთიერთობის თაიმლაინი

226
Rihanna-album-ranking

მომღერალი, მსახიობი, ბიზნესვუმენი და ახლა უკვე ორი შვილის დედა – რიანა დღეს 36 წლის გახდა.

რთულია რირის კოლაბორაციებს შორის გამოარჩიო საუკეთესო, რადგან ისინი მას უხვად აქვს. მათ შორისაა ისეთი დუეტები, როგორებიცაა: Love the Way You Lie ემინემთან, Rehab ჯასტინ ტიმბერლეიკთან, T.I.-ისთან Live Your Life, What’s My Name დრეიკთან, რომელთანაც რომანსაც კი მიაწერდნენ, Hate That I Love You ნე-იოსთან, If I Never See Your Face Again Maroon 5-თან, We Found Love კელვინ ჰარისთან…

აღარაფერს ვამბობთ, ჯეი-ზისთან დუოზე – Umbrella, რომელიც უდავოდ არის საკულტო კოლაბი ორიათასიანებიდან.

თუ დააკვირდებით, ბარბადოსელი ლამაზმანი ძირითადად, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს სწყალობს… ალბათ, ამან განაპირობა მისი რომანტიკული კავშირიც A$AP Rocky-ისთან, რომლისგანაც მას შარშან მეორე ვაჟი შეეძინა.

ვარსკვლავური წყვილის გზები პირველად 2012 წელს გადაიკვეთა. მათ სიმღერის Cockiness (Love It) ალტერნატიულ ვერსიაზე იმუშავეს. ეს თანამშრომლობა ამ დრომდე მათი ერთადერთი საერთო ნამუშევარია.

იმავე წელს, რიანამ სიმღერა MTV Video Music Awards-ზე A$AP Rocky-ის თანხლებით შეასრულა. პერფორმანსს ხმაური მოჰყვა საზოგადოებაში, რადგან რეპერი რიანას უკანალზე შეეხო. რიანას თქმით, ეს დაუგეგმავად მოხდა. ,,ქიმია ჩვენ შორის ორგანული იყო“, – დასძინა მან.

მომავალი წლის მარტში, A$AP Rocky რიანას მეშვიდე სტუდიური ალბომის, Unapologetic მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში – Diamonds შეუერთდა. ის რიანას გამოსვლამდე, სცენას ,,ახურებდა”.

იმავე წლის სექტემბერში გამოვიდა Rocky-ის სიმღერის Fashion Killa ვიდეო რიანას მონაწილეობით. მას შემდეგ ისინი ერთად, 2018 წლის ივნისში, პარიზის მოდის კვირეულზე ერთმანეთის გვერდით მსხდომი დააფიქსირეს.

მომავალ წლებში ისინი არაერთხელ გამოჩნდნენ ერთად, მათი ურთიერთობა ღრმავდებოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობდნენ, სერიოზული არაფერი ხდებოდა.

2020-ის იანვარში, ცნობილი გახდა, რომ სამ წლიანი რომანის შემდეგ, რიანა ჰასან ჯამილს დაშორდა. კრის ბრაუნისა (2007–2009; 2012–2013) და დრეიკის (დაზუსტებული არ არის ჰქონდათ თუ არა მათ რომანი) შემდეგ, რიანა არაბ მილიარდერს ხვდებოდა.

ნოემბერში მედიამ ვარსკვლავურ წყვილს განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო და დიდი ხნის მეგობრების მითი დაამსხვრია.

დამალვას აზრი აღარ ჰქონდა…

2021 წლის მაისში, A$AP Rocky-იმ GQ-სთან ინტერვიუში, რიანას მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული უწოდა. რომანი დადასტურდა, წყვილის პირველი საერთო გამოჩენა კი სექტემბერში, Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე შედგა, რომლისთვისაც ისინი ,,ბალენსიაგამ” შემოსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები