LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ჟღურტულებენ ლეო და ჯენიფერი“ – წონაში საგრძნობლად მომატებული დიკაპრიოს უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

3854
38362222-0-image-a-4-1611340086581

როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსი“ კომედიური ჟანრის ფილმზე, „ზევით არ აიხედო“ მუშაობს. ახალ ფილმში ისეთი მსახიობები ითამაშებენ, როგორებიც  მერილ სტრიპი, კეიტ ბლანშეტი, მეთიუ პერი, ტიმოტი შალამე და პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდეა. მთავარ როლებში კი ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი მოგვევლინებიან. ისინი ასტრონავტების როლს მოირგებენ, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება მოახლოებული ასტეროიდის შესახებ გააფრხილონ.

ცნობისთვის, გადაღებები ბოსტონში მიმდინარეობს. ახლახანს ინტერნეტში ახალი ფოტოები გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი დიკაპრიო წონაში საგრძნობლადაა მომატებული. გადაღებებისკენ მიმავალ ლეოს დუტის ქურთუკი, თეთრი მაისური და ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა.

ბოსტონის ქუჩებში კი ის სრულიად სხვა იმიჯით გამოჩნდა. გადაღებებისთვის მან კრემისფერი კოსტიუმი და კლასიკური სტილის პერანგი მოირგო. ამავე დღეს პაპარაცების ობიექტივში ის სასცენო პარტნიორ, ჯენიფერ ლოურენსთან ერთად  მოხვდა. ისინი გვერდიგვერდ იდგნენ და საკმაოდ მხიარულად გამოყურებოდნენ.

„როგორ ჟღურტულებენ ლეო და ჯენიფერი“, „რა კარგი წყვილი იქნებოდა“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები