LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ეგუება ჯეი ლო ამას?“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის მორიგი შეხვედრა

308
page

ორი კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში ბენ აფლეკისა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერი ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც მთელი დასავლური მედია თავდაყირა დააყენა. საქმე ისაა, რომ ექს-წყვილი მანქანაში ერთმანეთთან ძალიან ახლოს იჯდა, ისინი იცინოდნენ, ერთ მომენტში კი გარნერმა აფლეკს მხარზე თავი დაადო.

„ველით ჯეი ლოს რისხვას“ – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი მანქანაში ჩახუტებულები გადაიღეს – ექს- წყვილის სკანდალური ფოტოები

ექს-ცოლთან სკანდალური ფოტოების შემდეგ, ჯეი ლომ ბენ აფლეკის ვიდეო გაავრცელა

მსგავსი სცენა რამდენიმე საათის წინაც განმეორდა. ყოველივე ამან „ბენიფერის“ გულშემატკივრების მორიგი აღშფოთება გამოიწვია. ბენი და ჯენიფერი ამჯერად შვილების გარეშე იყვნენ, მანამდე კი სანტა-მონიკას ქუჩებში საკმაოდ ემოციურად საუბრობდნენ.

„ძალიან მოუხშირეს მანქანაში ერთად ჯდომას“, „მგონი ცოტა ზედმეტი მოსდით“, „ამდენს რას საუბრობენ“, „როგორ ეგუება ჯეი ლო ამას?“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები