ბიონსეს ტურნე Renaissance სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ლონდონში, Tottenham Hotspur Stadium-ზე გამართულ შოუს დასამახსოვრებელი მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. არტისტმა პერფორმანსის დროს, TWICE-ის ბრენდის სათვალე ფანებს ესროლა.
ცხადია, აუდიტორიაში დიდი ჩოჩქოლი ატყდა და ბიონსეს გულშემატკივრებს კერპის ნივთის მოსაპოვებლად ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა მოუწიათ. ცხადია, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იყო ამ ბრძოლაში.
ახლახან გაირკვა, რომ ნივთის ახალი მფლობელი ბიონსეს სათვალეს 15 000 ფუნტად ყიდის.
ბიონსე კონცერტზე ისევ ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ულამაზეს ვერცხლისფერ ანსამბლში გამოჩნდა
ფოტო/ვიდეო: მილოცვა დედას და მორიგი ფურორი სცენაზე – ბიონსეს ტურნეს Renaissance-ის ქრონიკები