ბიონსეს, 2,2 მილიარდ დოლარად შეფასებული გრანდიოზული მსოფლიო ტურნე, Renaissance გრძელდება. ლონდონში, Tottenham Hotspur Stadium-ზე გამართულ მორიგ შთამბეჭდავ კონცერტზე არტისტმა სცენაზე კვლავ თავისი ქალიშვილი, უნიჭიერესი ბლუ აივი გამოიყვანა.
ვარსკვლავური მშობლების 11 წლის ქალიშვილი დედასთან ერთად ენერგიულად ცეკვავდა. დედა-შვილი კვლავაც ერთნაირი „ლუქებით“ გამოჩნდნენ სცენაზე. მათ წითელი კომბინეზონები ამშვენებდათ.
„ნახეთ როგორ მოძრაობს“, „უნიჭიერესია“, „მომავალი ვარსკვლავია“, – წერენ კომენტარებში.
„რაც დედა, ის შვილი“ – ბიონსემ სცენაზე 11 წლის ქალიშვილი აიყვანა და დაუვიწყარი პერფორმანსი მოაწყო
ბიონსე კონცერტზე ისევ ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ულამაზეს ვერცხლისფერ ანსამბლში გამოჩნდა
ფოტო/ვიდეო: მილოცვა დედას და მორიგი ფურორი სცენაზე – ბიონსეს ტურნეს Renaissance-ის ქრონიკები