LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე კონცერტზე ისევ ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ულამაზეს ვერცხლისფერ ანსამბლში გამოჩნდა

225
ბიონსე

ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ბიონსე სცენას დაუბრუნდა. მისი ახალი ტურნე სახელწოდებით Renaissance World Tour სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ტურნემ 10 მაისს აიღო სტარტი და ის სექტემბერში დასრულდება. მორიგი კონცერტი მომღერალს 23 მაისს, სანდერლენდში აქვს დაგეგმილი.

„გრემის“ ტრიუმფატორმა მომღერალმა უკვე მოახდინა ნამდვილი ფურორი სცენაზე. ახალი ალბომის წარდგენისას, მან რამდენჯერმე შეიცვალა იმიჯი. ტურნეს ფარგლებში ის უკვე მეორედ გამოჩნდა ქართველი დიზაინერის დევიდ კომას მიერ შექმნილ სამოსში. ამჯერად ბიონსემ არჩევანი კომას ვერცხლისფერ მბზინავ კაბაზე გააკეთა, რომელიც ულამაზესი ბისერებითა და წვიმის ეფექტის დეკორაციებით იყო გაფორმებული. ანსამბლს კი მომღერალმა ასევე დევიდ კომას ბოტფორტები შეუხამა.

ფოტო/ვიდეო: მილოცვა დედას და მორიგი ფურორი სცენაზე – ბიონსეს ტურნეს Renaissance-ის ქრონიკები

„ლუქების“ ცვენა და მსოფლიო ტურნე 2 მილიარდ დოლარად – ინტერნეტსივრცეში ბიონსეს გრანდიოზულ კონცერტს განიხილავენ

„ბიონსე თავისი ტურნეს მასშტაბებითა და შემოსავლებით ტეილორ სვიფტის ტურნეს აჯობებს“ – „ფორბსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები