LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიონსე თავისი ტურნეს მასშტაბებითა და შემოსავლებით ტეილორ სვიფტის ტურნეს აჯობებს“ – „ფორბსი“

171
Untitledgfgf

როგორც ცნობილია, მიმდინარე გაზაფხული ორი მნიშვნელოვანი მუსიკალური ტურნეთი იქნება დატვირთული. საუბარია ბიონსესა და ტეილორ სვიფტის შესახებ. სვიფტმა თავისი ტურნე Eras Tour უკვე დაიწყო, ბიონსეს Renaissance კი 10 მაისს, სტოკჰოლმში აიღებს სტარტს.

ბიონსე დაბრუნდა! – არტისტმა 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ტურნე დააანონსა

44 სიმღერა და 80 ათასამდე მაყურებელი – ტეილორ სვიფტის მსოფლიო ტურნეს ტრიუმფალური სტარტი

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ბიონსეს ტურნემ არნახული შემოსავალი მოუტანოს არტისტს და სვიფტის ტურნეს წარმატება ერთი ორად გადაფაროს. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

„ბიონსე თავისი ტურნეს მასშტაბებითა და შემოსავლებით ტეილორ სვიფტის ტურნეს აჯობებს“ – წერს „ფორბსი“

ცნობისთვის, ტეილორის ტურნეს პირველი კონცერტი, არიზონაში, გასულ თვეს გაიმართა, შოუ 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ტურნეს ამერიკული ნაწილი 9 აგვისტოს, ინგლვუდში დასრულდება. რაც შეეხება ბიონსეს, არტისტმა 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ტურნე წლის დასაწყისში დააანონსა. მის ფარგლებში 43 კონცერტი გაიმართება, სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში შედგება.

32 ,,გრემი” – ბიონსემ „გრემის“ რეკორდი დაამყარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები