სელენა გომესმა ”პუმასთან” ერთობლივი კოლექცია SG x PUMA წარმოადგინა. გაირკვა, რომ ამერიკელი შემსრულებლისა და გერმანული ბრენდის კოლაბორაცია სამოგზაურო ტანსაცმლის ხაზს მოიცავს.

კაპსულა, არა მარტო სპორტულ სამოსს, ასევე კედებს, მინი-კაბებს, კომბინიზონებსა და ჩანთებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის მომღერალი 2017 წლის ბოლოდან კომპანიის ამბასადორია.

ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს, რომ კოლექციის სარეკლამო გადაღებები აეროპორტში გაიმართა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები