LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი 15 წლით უმცროს მამაკაცთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

8890072-0-image-a-253_1548256037186

მედია სელინ დიონისა და ახალგაზრდა მამაკაცის რომანზე ალაპარაკდა. საინტერესოა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევააა, როცა კანადელი ვარსკვლავი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. გაირკვა, რომ 50 წლის შემსრულებელი 35 წლის ესპანელ ილუსტრატორსა და მოცეკვავეს, პეპე მუნიოზს ხვდება.

ამ დღეებში, წყვილი ერთად პარიზის მოდის კვირეულზე გადაიღეს. მართალია, ინფორმაცია ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა, ინსაიდერის თქმით, ლეგენდარული მუსიკოსი ფიქრობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

შეგახსენებთ, რომ სელინ დიონის მეუღლე, რენე ან­ჟე­ლი­ლი რომელზეც მან 1994 წელს იქორწინა, 2016 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა. თანამედროვე შოუბიზნესში მათი კავშირი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სამაგალითო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები