ინტერნეტში ფილმის – Bombshell ტრეილერი გავრცელდა. კინოსურათში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი ასრულებენ.
ფილმი ამერიკული ტელეარხის – Fox News გახმაურებულ სკანდალზე მოგვითხრობს. ,,ოსკაროსანი” მსახიობები, 52 წლის კიდმანი და 44 წლის ტერონი ტელევიზიის ყოფილ ჟურნალისტებს – გრეტჩენ კარლსონსა და მეგან კელის განასახიერებენ.
კინოსურათი, რომლის რეჟისორი ჯეი როჩია, ეკრანებზე 20 დეკემბრიდან გამოჩნდება.
ცნობისთვის, 2016 წელს Fox News-ის დამფუძნებელი, როჯერ ეილსი თანამშრომელმა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც კომპანიის ბოსის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა, გრეტჩენ კარლსონი იყო.