LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვლილი ადრიანა ლიმა მაკიაჟის გარეშე – „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის პირველი გამოჩენა ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

1155
page

ბოლო ორი დღეა, არ წყდება „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის, ადრიანა ლიმას შეცვლილ ვიზუალზე საუბარი. მისმა გამოჩენამ  საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ჩანს, 42 წლის ლიმამ სახეზე გარკვეული პროცედურები ჩაიტარა.

რა პროცედურები ჩაიტარა ადრიანა ლიმამ წითელ ხალიჩაზე გამოჩენამდე – გაეცანით ჩამონათვალს

წითელ ხალიჩაზე გამოჩენის შემდეგ, მოდელი პაპარაცებმა პირველად გადაიღეს, ის მეგობარ მამაკაცთან, ანდრე ლამართან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში ძაღლთან ერთად სეირნობდა. ადრიანა უმაკიაჟოდ იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მოდელი კომენტარებს გამოეხმაურა. მან სამზარეულოდან „სელფი“ გაავრცელა, რომელშიც უმაკიაჟოდაა წარმოდგენილი.

„ეს გადაღლილი დედის სახეა… ორი თინეიჯერი შვილი, ერთი, ძალიან აქტიური ერთი წლის ბიჭუნა, რომელიც სიარულს სწავლობს და აგრეთვე სამი ძაღლი… დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – აცხადებს ლიმა.

ვიდეო: „ეს გადაღლილი დედის სახეა“ – ადრიანა ლიმა სამზარეულოდან ფოტოს ავრცელებს – „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის ახალი სახე პლასტიკური ოპერაციის შემდეგ

„ვიქტორიას სიკრეტის“ ყველაზე ლამაზი მოდელი, 42 წლის ადრიანა ლიმა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები