ანჯელინა ჯოლი ახლა იტალიაში იმყოფება და ახალ ფილმზე, „სისხლის გარეშე“ მუშაობს. ფილმში სელმა ჰაიეკიც იღებს მონაწილეობას.
ახლახან, გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა. მას უმშვენიერესი თეთრი ორეული აცვია და დიდი ზომის ქუდი ახურავს. ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მსახიობის გულშემატკივრები ანჯელინას წონაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ის კიდევ უფრო მეტადაა გამხდარი.
„შეხედეთ მის ხელებს, რაღაც სჭირს“, „კიდევ უფრო დაიკლო“, „ასეთ დატვირთავს ვერ გაუძლებს“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: ვინტაჟური ფეხსაცმელი და დახვეწილი იმიჯი – ანჯელინა ჯოლის იტალიური ვოიაჟი წვიმის ფონზე