თუკი დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა, ახლა მორიგ ვარსკვლავურ წყვილს შორის გამწვავდა ომი. საუბარია ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლიზე. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმოს, „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს, იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა ჯოლი ამას არ აპირებს. დასავლური მედია წერს, რომ ბრედი განრისხებულია და დანებებას არ აპირებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირადი უთანხმოება შესაძლოა საერთაშორისო სკანდალამდეც კი მივიდეს.
ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის
ისნაიდერების ცნობით, ბრედი ყოფილ ცოლს „შხამიან გარიგებებში“ ადანაშაულებს, მისი აზრით, ჯოლი ამ ყველაფერს მისი წყობიდან გამოყვანისთვის აკეთებს. აღსანიშნავია, რომ იური შიფლერი რუსული არყის კომპანიის, „სტალიჩნაიას“ მფლობელია.
ცნობისთვის, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, აღნიშნული ბრენდის წინააღმდეგაც, არაერთი ქვეყანა გაერთიანდა.
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს