გასულ კვირას „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი უკრაინაში, ლვოვში იმყოფებოდა, სადაც ბავშვთა რამდენიმე კლინიკა მოინახულა და უკრაინელებთან ერთად ბევრი ფოტოც გადაიღო.
ახლახან მან „ინსტაგრამზე“ ფოტო და ვრცელი პოსტი გაავრცელა, სადაც უკრაინაში ვიზიტს იხსენებს და სულის შემძვრელ ამბავს ჰყვება. ერთ-ერთ კლინიკაში ყოფნისას, მან დაინახა, რომ ბავშვი ჭურვის ნატეხით თამაშობდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ეჭირა ხელში.
„კლინიკაში უამრავ ბავშვს ჭურვის ანასხლეტებს უღებდნენ სხეულიდან. ეს ძალიან რთული და მტკივნეული პროცესია, ჭურვის ზოგიერთი ანასხლეტი იმდენად ახლოს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან, რომ მათი მოშორება რთული იყო, ამიტომ ზოგიერთ ბავშვს ის სხეულში დაუტოვეს“, – იხსენებს ჯოლი.
ფოტო/ვიდეო: მორიგი სულისშემძვრელი პოსტი ანჯელინა ჯოლის „ინსტაგრამიდან“
„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ანჯელინა ჯოლი პირადად ვნახე“ – მსახიობმა უკრაინელი ბიჭი მოინახულა