ანჯელინა ჯოლიმ რომში, ჩერნივციდან დევნილი, კიბოთი დაავადებული ბიჭუნა მოინახულა. 46 წლის მსახიობი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა მისი მომავალი ფილმის ლოკაციის შესარჩევად. მოგვიანებით ვარსკვლავამა „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტოები გაავრცელა.
„მე ვლოცულობ ომის დასასრულისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, შეჩერდეს ტანჯვა. საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს, დაკარგულ სიცოცხლის, დაზიანებული ჯანმრთელობისა და ტრავმის სახით“, – ანჯელინა ჯოლი
„მომხიბვლელი, უაღრესად დადებითი ენერგიის, საოცრად ქალური, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ანჯელინა ჯოლი პირადად ვნახე“ – ბიჭის დედამ საზოგადოებას შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარა.
ფოტო/ვიდეო: მორიგი სულისშემძვრელი პოსტი ანჯელინა ჯოლის „ინსტაგრამიდან“