„შობის დედოფლად“ აღიარებული მერაია ქერი დღესასწაულის სეზონს ხსნის. მომღერალი „მაკდონალდსთან“ თანამშრომლობს. ამის შესახებ ინფორმაცია 51 წლის არტისტმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
ვარსკვლავმა კვების ქსელის წინასაახალწლო რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომლის სლოგანიცაა – „ყველაფერი რაც შენ შობისთვის გჭირდება, ეს მაკდონალდსია.“
მერაია ქერის სიმღერამ All I Want For Christmas Is You დიდი ბრიტანეთის ჩარტები პირველად დაიპყრო