ლოს-ანჯელესის მოსახლეობისთვის ლეგენდარული მსახიობის, არნოლდ შვარცენეგერის ქუჩაში ხილვა განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს.„ტერმინატორის“ 75 წლის ვარსკვლავი ყოველ დილას ვარჯიშობს და ველოსიპედით სეირნობს.
გამონაკლისი არც შობის დილა აღმოჩნდა. ამჯერად არნოლდი შორტებსა და გეტრებში გადაიღეს. მას ცისფერი ქურთუკი ეცვა და კეპი ეხურა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბრწყინვალე ფორმაშია.