LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულით იტალიიდან“ – „ბენიფერის“ თაფლობის თვის ქრონიკები – ფოტოები, რომლებიც უნდა ნახოთ

291
page

როგორც ცნობილია, გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, „ბენიფერი“ რიგით მეორე თაფლობის თვეში, იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრა. ინტერნეტსივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც საოცრად  რომანტიკული და შთამბეჭდავია. ბენი და ჯეი ლო ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში საუზმის დროს გადაიღეს. 50 წლის ბენი საყვარელ მეუღლეს ხელით აჭმევდა, საპასუხოდ კი 53 წლის ჯეი ლო მას პირს წმენდდა.

ლოპესი, როგორ ყოველთვის საოცრად გამოიყურებოდა, საყვარელ მამაკაცთან სეირნობისთვის მან Jonathan Simkhai-ის სპილოს ძვლისფერი, მაქმანებიანი კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც 444 ევროა. ბენი კი კრემისფერ შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი

მსოფლიოს მზერა მიპყრობილია „ბენიფერისკენ“ – ჯეი ლო და ბენი ვერც მეორე თაფლობის თვეში წყდებიან ერთმანეთს

ცეცხლი აინთო, თაფლობის თვე დაიწყო – მისტერ და მისი აფლეკები სიყვარულის ქალაქს ეწვივნენ

„მას თავი ჯოჯოხეთში ეგონა“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან გატარებული თაფლობის თვით უკმაყოფილოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები