LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას თავი ჯოჯოხეთში ეგონა“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან გატარებული თაფლობის თვით უკმაყოფილოა

19879
page

გამოცემა Page Six-ის ცნობით, ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან გატარებული თაფლობის თვით საშინლად უკმაყოფილოა. როგორც ირკვევა, პარიზში ყოფნის დროს აფლეკი პაპარაცების გადამეტებული ყურადღებით სასტიკად შეწუხდა.

„პარიზში ყოფნისას ბენი თავს ისე გრძნობდა, როგორც ჯოჯოხეთში, მას თავი პრინცესა დაიანა ეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ის შეჩვეულია რეპორტიორებს, ამჯერად ყველაფერი ზღვარგადასული იყო, თუმცა ჯეი ლო გამუდმებულ თვალთვალს მშვიდად შეხვდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, 2002 წელს „ბენიფერის“  განშორების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ გადამეტებული ყურადღება სახელდება.

თაფლობის თვის შემდეგ, ბენი კვლავ მოწყენილია – რას უნდა ველოდეთ მისგან 

„ბენიფერი“ „სიყვარულის ქალაქს“ იპყრობს 

ბენ აფლეკს თაფლობის თვეში კვლავ ჩაეძინა – „ბენიფერის“ სასიყვარულო ვოიაჟი პარიზში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები