მას შემდეგ, რაც შაკირამ შვილებთან ერთად ესპანეთი დატოვა და მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა. ის დროს მეგობრების გარემოცვაში ატარებს და წყლის სპორტით აქტიურადაა დაკავებული.
ამჯერად 46 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ვიდეო დადო, სადაც სერფინგის დაფაზე დგას და ტალღებზე ოსტატურად ლივლივებს.
„თუ ტალღები არ არის, ისინი შეიქმნება“, – ასე დაასათაურა ვიდეო არტისტმა.
„ტალღებზე მოლივლივე შაკირამ ჟერარ პიკე წყალს გაატანა“, „ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“, – წერენ კომენტარებში.
„თავისუფალი და ფეხშიშველი“ – შაკირა ბედნიერია