კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ტანდემი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველზე სამაგალითოა. მათ 21 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, ისინი 2 შვილს ზრდიან და ერთად საკმაოდ დიდი დროს ატარებენ.
სულ ცოტა ხნის წინ „ზოროს“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეო გაავრცელა. ის 77 წლის მეუღლესთან, 18 წლის კერისთან და 21 წლის დილანთან ერთად ღამის კლუბში იმყოფებოდა. ისინი თავდავიწყებას იყვნენ მიცემულნი და ენერგიულად ცეკვავდნენ.
„მე მართლა მჭირდება ღამ-ღამობით ოჯახთან ერთად ბუგი-ბუგის ცეკვა“, – წერს 52 წლის ჯონსი, რომელმაც ღამის ვოიაჟისთვის წითელი კაბა მოირგო.