LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი კვლავ ლიდერია – მომღერალმა ფრედი მერკურსაც აჯობა

318
88119663-543119489890248-6582578065962958848-n

ტეილორ სვიფტის წარმატებული წელი გრძელდება, ის ,,ფორბსმა” ,,მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების” რეიტინგის სათავეში მოაქცია, „ბილბორდმა“ კი ის ,,დეკადის ქალად” დაასახელა.

Billboard-მა ათწლეულის მუსიკოს ქალად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ამერიკელ პოპ-მუსიკოსს ტეილორ სვიფტს საოცრად წარმატებული წელი აქვს, სულ ცოტა ხნის წინ, გამოცემამ People ის 2019 წლის ადამიანად დაასახელა. მისი ალბომი Lover სულ რაღაც ერთ კვირაში 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა. ახლა კი გამოცემა „ბილბორდმა“ სვიფტი ათწლეულის ქალად დაასახელა. შეგახსენებთ, American Music Awards-ის რიგით 47-ე დაჯილდოებაზე მომღრალმა მაიკლ ჯექსონის რეკორდი მოხსნა.

რამდენიმე დღის წინ არტისტმა ახალი ნამუშევარი წარმოადგინა, სადაც საოცარი გარდასახვა შემოგვთავაზა.

ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი  მუსიკალური ალბომების გაყიდვების მხრივ ლიდერობს, მან ისეთი არტისტები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ედ შირანი,  პოსტ მელოუნი  და ლეგენდარული ფრედი მერკური არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები